კლუბის დევიზი
არასახელმწიფო საერო სკოლა „ალბიონი“
2017-2018
სასწავლო წელი
ხელოვნების მოყვარულთა კლუბი „ მუზა“
კლუბის ხელმძღვანელი --- ნათია
თურქია (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების უფროსი მასწავლებელი)
კლუბის სლოგანი---- „ იპოვე
შენი ინსპირაცია“
კლუბის ლოგო
ხელოვნების მოყვარულთა კლუბ „მუზას“ წესდება
2017-2018 სასწავლო
წელი
კლუბის
მუშაობის მიზანი და ამოცანა:
კლუბის სასწავლო კურსი მოსწავლეებს გააცნობს ქართული
და მსოფლიო, ძველი და ახალი ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს, გაარკვევს მათ შინაარსა და
დანიშნულებაში, დააკავშირებს ყოველდღიურ რეალობასთან და საკუთარ გამოცდილებასთან. მოსწავლეები
გაეცნობიან ხელოვნების ნაწარმოების შექმნისა და შეფასების განსხვავებულ ისტორიულ, კულტურულ,
სოციალურ და სხვა კონტექსტებს. იპოვნიან ხიდებს სხვადასხვა ქვეყნებსა და კულტურებს
შორის. ისწავლიან ხელოვნების ნიმუშების შეფასებასა და ანალიზს, თუ როგორ შეიძლება მათთან
ურთიერთობით ჩაწვდნენ და პასუხი გასცენ საკუთარ კითხვებს. გააკეთებენ პროექტებს, ვიდეორგოლებს,
რომელშიც გამოსახავენ სხვადასხვა ხელოვანის შემოქმედების საკუთარ აღქმასა და ინტერპრეტაციას.
კლუბის სლოგანი---- „ იპოვე შენი ინსპირაცია“
კლუბის ლოგო
ხელოვნების მოყვარულთა
კლუბში, ინტერესის მიხედვით, გაერთიანდებიან
VI- X კლასის
მოსწავლეები.
კლუბში მოსწავლეთა რაოდენობა იქნება 15-20 მოსწავლე.
კლუბის წევრთა
შეხვედრები ჩატარდება თვეში ორხჯერ, ორშაბათობით 3 საათზე.
კლუბს უხელმძღვანელებს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების
უფროსი მასწავლებელი-ნათია თურქია.
ხელოვნების ისტორიის მოყვარულთა კლუბი
„მოგზაურობა მხატვრობის ისტორიაში“
VI-VIII კლასის მოსწავლეებს იწვევს
კლუბში
2017-2018 სასწავლო
წელი
ხელოვნების მოყვარულთა
კლუბში, ინტერესის მიხედვით, გაერთიანდებიან
VI- X კლასის
მოსწავლეები.
კლუბში მოსწავლეთა რაოდენობა იქნება 15-20 მოსწავლე.
კლუბის წევრთა
შეხვედრები ჩატარდება თვეში ოთხჯერ ორშაბათობით 3 საათზე.
კლუბს უხელმძღვანელობს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების
პედაგოგი-ნათია თურქია.
კლუბის
მუშაობის ამოცანა:
მიეცეს მოსწავლეებს თვითრეალიზაციის საშუალება, გაუჩნდეთ
შემოქმედებითი აქტივობის სურვილი და ანალიზის უნარი.
კლუბის
მუშაობის მიზანი:
·
ქართული და მსოფლიო ხელოვნების ეტაპებისა და მახასიათებლების
გაცნობა
·
ცლობილი მხატვრების შემოქმედების გაცნობა.
·
ქართული და მსოფლიო ხელოვნების ცნობილი ნიმუშების გაცნობა,
მათ შინაარსსა და დანიშნულებაში გარკვევა.
·
მუზეუმებთან ურთიერთობა
·
ხელოვანთან შეხვედრა
·
კლუბის მუშაობის შეჯამება
ესთეტიკური ციკლის კათედრის გამგე- ნათია თურქია
პროგრამა
ხელოვნების მოყვარულთა კლუბი „მუზა“
პროგრამა
ოქტომბერი
1
პრეისტორიული ხელოვნება
(გამოქვაბულის კედლის მხატვრობა, ლასკოს მღვიმის „ ჩინური
ცხენის“ ასლის შექმნა ვიდეორგოლის ჩვენება)
ნოემბერი
2)ეგვიპტური ხელოვნება
(ეგვიპტური ცივილიზაციის მიმოხილვა. ფერწერული შედევრის
„ჭაობებში მონადირე ნებამუნის“ ნიმუშის მიხედვით ეგვიპტური მხავრობის
თავისებურებებზე მსჯელობა. ასლის შექმნა ,ვიდეორგოლის ჩვენება)
დეკემბერი
1)კლასიკური
ხელოვნება
(ძვ. საბერძნეთისა და რომის ხელოვნება „ მისტერიების
ვილას ფრესკების“ (პომპეის) მიხედვით ანტიკური მხატვრობის თავისებურებების გაცნობა.
ასლის შექმნა ,ვიდეორგოლის ჩვენება)
2)ადრექრისტიანული და ბიზანტიური ხელოვნება
(ისტორიული მიმოხილვა. ანდრეი რებლოვის „ძველი აღთქმის
სამების“ მიხედვით ხატწერის ხელოვნების თავისებურებებზე საუბარი. ასლის შექმნა ,ვიდეორგოლის
ჩვენება)
იანვარი-თებერვალი
1)ბნელი საუკუნეები
(VI-XI
საუკუნეების ისტორიული მიმოხილვა. კელსის წიგნი- მონოგრამიანი გვერდი.
ხელნაწერის წიგნის რაობა. ორნამენტის მრავალფეროვნება. ასლის შექმნა ,ვიდეორგოლის ჩვენება)
2)რომანული და გოთიკური
(მხატვური სტილის ცვლილება. შედევრი -„უილტონის დიპტიქი“
გოთიკური სტილის დამაგვირგვინებელი ნიმუშის მიხედვით. ვიდეო რგოლის შექმნა.)
მარტი1) რენესანსი (რეალობასთან მიახლოება, მეორედ დაბადება)
2) რენესანსის პორტრეტები; არნოლფინის პორტრეტი
აპრილი
1) რენესანსი- ახლებური ხედვა
2)"დახატული ამბები"
მაისი
1)რენესანსი- ღია ცის ქვეშ
2) ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი
ივნისი
კლუბის შემაჯამებელი შეხვედრა
Add caption |
Add caption |
Add caption |
Add caption |
Tuesday, April 3, 2018
გადავწყვიტეთ, კლუბში დაგროვილი
ჩვენი ცოდნა სკოლისთვის გაგვეზიარებინა. ვიცტორინის საინტერესო ფორმა მოიფიქრეს
ოქროს გოგონებმა.
No comments:
Post a Comment