პროექტები




        1. პროექტის სახელწოდება: მსოფლიოს უდიდესი მუზეუმები
        2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
        ამ პროექტის არსი ისაა, რომ მოსწავლეებმა მკაფიოდ გააცნობიერონ,რა ფუნქცია აკისრია მუზეუმს თანამესროვე საზოგადოებაში.
        3. პროექტის აქტუალობა: მსოფლიოს უდიდესი მუზეუმები ხელოვნების ისტორიის შედევრთა საგანძური, ხელოვნების უტყუარი მატიანე, კაცობრიობის თვალსაჩინო მონაპოვარია. მსოფლიოს ცნობილი მუზეუმები ევროპასა და ამერიკის ბევრ დიდ ქალაქში მდებარეობს: ლუვრი-პარიზში, ერმირაჟი-სანტ-პერერბურგში, პრადო- ლუვრში და .. თითოეულ მათგანს დაარსების საკუთარი ისტორია, არსებობის განვლილი გზა აქვს. ამასთან, ემსახურებიან რა მშვენიერების სამყაროს, საკუთარი წვლილი შეაქვთ მსოფლიო ცივილიზებული კულტურის ათვისებისა და შემდგომი აღმასვლას კანონზომიერ პროცესებში.
        4. პროექტის მიზნები
        მუზეუმში დაცული ცნობილი ექსონატების შესახებ ინფორმაციის გაცნობა.
        სხვადასხვა სანებში მიღებული ცოდნის ინტეგრირების უნარი.
        ინფორმაციის მოძიება , ფოტომასალის შეგროვება და მათი მიზნობრივი გამოყენება
        ჯგუფური მუშაობის დროს აუცილებელი უნარ- ჩვევების განვითარება
        საკუთარი შემოქმედებითი უნარების გამოვლენა
         აუდიტორიის წინაშე გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარების გამომუშავება.
        5. მონაწილეთა ასაკი: მე–7კლასისმოსწავლეები.
        6. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.
        7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
        დაიგროვებენ ცოდნას მსოფლიოში ცნობილი, დიდი მუზეუმების (ლუვრი, ერმიტაჟი...) შესახებ.
        ტექნოლოგიების გამოყენებითა და დაგროვებული ცოდნით შექმნიან თვალსაჩინოებებს.( სლაიდშოუ და პლაკატები ) პრეზენტაციისათვის.
         გაიაზრებენ რა ფუნქცია აკისრია მუზეუმს საზოგადოებაში.
        შეძლებენ ცოდნის ტრანსფერს - მათემატიკაში, კომპიუტერულ ტექნოლოგიებში  ნასწავლის გამოყენებას პრაქტიკაში.
        განივითარებენ  ჯგუფური მუშაობის,თანამშრომლობის,საკომუნიკაციო,პასუხიხმგებლობის უნარ-ჩვევებს.
        8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
        1.      კომპიუტერი
        2.      ინტერნეტი
        3.      პროექტორი
        4.      ფოტომასალა
        5.      ფორმატები, წებო, ფერადი ფანქრები
        6.      მარკერები
        7.      თაბახის ფურცლები

        9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
        I  ეტაპი
         მოსწავლეებთან ერთად პროექტის თემის განსაზღვრა
         მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით სამუშაო ჯგუფების შექმნა
        დავალებების განაწილება ჯგუფებისათვის შეხვედრის დღეების დადგენა

        ჯგუფი - ლუვრის მუზეუმი
        II ჯგუფი - პრადოს მუზეუმი
        IIIჯგუფი - ერმიტაჟის მუზეუმი
        IVჯგუფი - მეტროპოლიტენის მუზეუმი
        Vჯგუფი - დრეზდენის გალერეა
        VI ჯგუფი -  ლონდონის ნაციონალური გალერეა
        II ეტაპი
          ჯგუფები ჩემთან განიხილავენ მუშაობის დროს წამოჭრილ პრობლემებს. ვაძლევ მითითებებსა და რეკომენდაციებს პრობლემების გადასაჭრელად.
        IIIეტაპი
        შუალედური შეხვედრის დროს მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით პროექტის დახვეწა, სრულყოფა.

        Iეტაპი
        პროექტის პრეზენტაცია
          ჯგუფების მიერ საკუთარი მასალის წარდგენა ( პრეზენტაცია)
        პროექტში მონაწილეთა მიერ თვითსეფასებისა და ჯგუფში მუშაობის შეფასების სქმების შევსება
         მასწავლებლის მიერ პროექტის შეფასება ( განმავითარებელი და განმსაზღვრელი)

        10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
        კავშირი: 
        ..VII.5.  მოსწავლე შეუძლიადაგეგმ და შეასრულ სხვადასხვა სახის სამუშაო.

        ·          გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას და სამუშაო გრაფიკს, ანაწილებს ფუნქციებს, აკონტროლებს სამუშაოს მიმდინარეობას, პრობლემის შემთხვევაში ცვლის სტრატეგიას;
        ·           აფორმებს სხვადასხვა საკლასო თუ სასკოლო ღონისძიებას, ქმნის მისალოც და მოსაწვევ ბარათებს, ჩარჩოებს, თასებს, კედლის გაზეთს, აფიშას ზეიმისათვის;

        ..VII.6. მოსწავლე შეუძლია გუნდში მუშაობ შემოქმედებითი და საორგანიზაციო  პრობლემების გადასაჭრელად.
        შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
        ·           ანაწილებს ფუნქციებს შესასრულებელი ამოცანის მიზნიდან გამომდინარე;
        ·           განსაზღვრავს სამუშაოს შესრულების სავარაუდო ვადას და იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას;
        ·           მონაწილეობს ერთობლივი შემოქმედებითი და საორგანიზაციო  გადაწყვე­ტი­ლე­ბის მიღებაში.


        ..VII.14.   მოსწავლე იკვლევს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.
        ·           საუბრობს მუზეუმების და გალერეების როლზე ქალაქის და ქვეყნის ცხოვრებაში;
        მათ. VII.14. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
        შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
        1.     განასხვავებს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს, იყენებს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას (გაზომვა, დაკვირვება);
        2.     მოცემულ თემასთან დაკავშირებით სვამს კითხვებს, განსაზღვრავს რესპონდენტებს და მოიპოვებს საჭირო მონაცემებს;
        3.     მოცემული ამოცანისთვის დამოუკიდებლად გეგმავს და ატარებს სტატისტიკურ ექსპერიმენტს და აგროვებს მონაცემებს.
        11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): 
        ნათია თურქია

        12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
        natiaturkia7@gmail.com



  1. პროექტის სახელწოდება:დიდი ქართველი მხატვრები
  2. პროექტის მთავარი იდეა(თემა):ნახავენ და უკეთ გაიცნობენ ქართველ მხატვართა შემოქმედებას.
  3. პროექტის აქტუალობა:ქართველ მხატვართა შემოქმედების გაცნობა.
  4. პროექტის მიზნები:მოაწავლე ეცნობა ქართულ ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს. მოსწავლე აცნობიერებს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.
  5. მონაწილეთა ასაკი:11_ 13წელი
  6. ვადები/ხანგრძლივობა:2 თვე
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:კედლის გაზეთი, პრეზენტაცია powerpoint-ში.
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი ინტერნეტი, პლაკატები,ფერადი ფანქრებიინტერნეტიდან და წიგნიდან მოძიებული ინფორმაცია, ფოტომასალა, ექსკურსია ეროვნულ გალერეაში.
  9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): შეიქმნება 4-5 კაციანი მოსწავლეთა 4 ჯგუფი.I ჯგუფი-ელენე ახვლედიანი, II-დავით კაკაბაძე, III-ლადო გუდიაშვილი, IV-ნიკო ფიროსმანაშვილი. თითო ჯგუფი იმუშავებს კონკრეტულ მხატვარზე, მოიძიებენ ინფორმაციას,შექმნიან კედლის გაზეთს, გააკეთებენ სლაიდშოუს, გაინაწილებენ მოძიებულ ინფორმაციას და ჯგუფის ყველა წევრი წარმოადგენს პრეზენტაციას.
  10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ხელოვნებასთან
  11. პროექტის ხელმძღვანელი:ნათია თურქია<//iframe>ს ელ.ფოსტა
:natiaturkia7@gmail.com






  • პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:natiaturkia.blogspot.com




  • No comments:

    Post a Comment